დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების დაკითხვას ითხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების დაკითხვას ითხოვენ. დაცვის მხარე შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლეს დღეს მიმართავს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადვოკატის ცნობით, გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.
„მამა გიორგი მამალაძეს ჩვენებებში დასახელებული ჰყავს წმინდა სინოდის წევრები და შესაბამისად, ჩვენ როგორც მხარეს, გვიჩნდება ადეკვატური კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ და ეს ყველაფერი რასთან არის დაკავშირებული. მათი დაკითხვისთვის შესაძლებელია, რომ მივმართოთ სასამართლოს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოვახდინოთ წმინდა სინოდის წევრების დაკითხვა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აპრილს არის დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები