ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს – ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთან შეხვედრისას, მინისტრმა ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი, ასევე აშშ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, რეგიონულ უსაფრთხოებას, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვა საკითხებს შეეხო. ატლანტიკურ საბჭოს სურს მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, კერძოდ, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა შეხვედრას, კონფერენციას, სადაც მიმოხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და მნიშვნელობა იმ რეფორმებისა, რომელიც უწყებაში ტარდება, იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მაღალი მზაობის ხარისხში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში – განცახადა თავდაცვის მინისტრმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ოქტომბერში ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) უმასპინძლებს. შეხვედრას, რომელიც თავდაცვის უწყებაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი ზაზა მამულაიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები