“სამწუხაროდ, უფასო ფაკულტეტები გახდა ნავსაყუდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც უბრალოდ სხვაგან ვერ ჩააბარა”

“ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, უფასო ფაკულტეტები გახდა ნავსაყუდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც უბრალოდ სხვაგან ვერ ჩააბარა”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ უფასო ფაკულტეტების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, დაფინანსების ახალ სქემაში, რომელსაც წელს საჯაროდ განსახილველად წარადგენს, აუცილებლად იქნება ამ მიმართულებით ცვლილებები.
„აკადემიური მოსწრება უფასო ფაკულტეტებზე, ხშირ შემთხვევაში, არის საკმაოდ დაბალი. ჩემი სურვილია, აკადემიურ მოსწრებასთან იყოს დაკავშირებული უფასო ფაკულტეტეზე სწავლა. უფასო ფაკულტეტი კარგია იმ შემთხვევაში, თუ სწავლობ, რეალურად იძენ იმ პროფესიას, რაზეც არის საუბარი.
ახალ დაფინანსების სქემაში, აუცილებლად იქნება ამ მიმართულებებით ცვლილებები. მე ვარ მომხრე, რომ რაოდენობები, კვოტები შემცირდეს. უფასო ფაკულტეტების იდეას ვემხრობი და ვფიქრობ, სპეციალობების რაოდენობა შეიძლება კიდეც გაიზარდოს, მაგრამ თითოეულზე უფასოდ სწავლის საშუალება მხოლოდ იმ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ, ვინც რეალურად სწავლობს და ნამდვილად დებს შედეგებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები