ა(ა)იპ ,,ბოლნისის სათნოების სახლის“ ბენეფიციართათვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო
დღეს, ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ამერიკული ორგანიზაციის LDS Charities-ის დახმარებით, ბოლნისის სათნოების სახლის ბენეფიციართათვის ტანისამოსი გაიღო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მოხუცთა სახლის ბინადრებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ვალენტინა ნავერიანთან ერთად ესტუმრნენ, საჩუქრები გადასცეს და სათნოების სახლში არსებულ პირობებს გაეცნენ. აღნიშნული ორგანიზაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს. გასულ წელს ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 შშმ პირს საჩუქრად სამედიცინო ეტლები გამოუგზავნა.
,,დღეს ჩვენ მოვინახულეთ სათნოების სახლის ბენეფიციარები, სადაც ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული ადამიანები, გავეცანით მათ საცხოვრებელ პირობებს. სასიამოვნოა ჩვენთვის, რომ საკმაოდ ნორმალურ პირობებში უწევთ მათ ყოფნა. რა თქმა უნდა, მათ სხვა საჭიროებებიც გააჩნიათ და ეს ყოველივე იციან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და იმედია, რომ დროთა განმავლობაში, ბენეფიციართა პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება“,- განაცხადა ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნელი გურგენიძემ.