ალექსანდრე ჯეჯელავა: ვეტო არის უკიდურესი ზომა, როცა ყველა სხვა რესურსი ამოწურულია

“ხელისუფლების შტოებს შორის მოლაპარაკების ვეტო არის უკიდურესი ზომა, როცა ხელისუფლების შტოებს შორის მოლაპარაკების ყველა სხვა რესურსი ამოწურულია” ,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების თაობაზე განაცხადა.
განათლების მინისტრის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება ზედმეტად ხშირად ხდება, რამაც საზოგადოების თვალში ვეტოს ფასი ცოტათი შეამცირა.
”რაღაცნაირი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ისეთ კანონს, რომლის შესახებაც კონსულტაციებში ან იყო ჩართული, ზოგ შემთხვევაში აქტიურად, ზოგ შემთხვევაში კი არ ყოფილა აქტიურად ჩართული და მერე ეს ვეტო დაიძლევა. ვფიქრობ, ვეტოს და თვითონ პრეზიდენტის რეპუტაციაზე ეს შეიძლება, უარყოფითად მოქმედებდეს და ამ გაგებით, ეს კარგი არ არის“, -განაცხადა ჯეჯელავამ.
​რაც შეეხება კონკრეტულად ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს, მინისტრის შეფასებით, კანონის ახლანდელი ფორმულირება არის ადეკვატური დროის მოთხოვნებისა და საჭიროებების მხრივ.
„ძალიან ბევრი სწორი ცვლილება შევიდა ამ მიმართულებით და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. ეს ისედაც ცნობილია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არასანქცირებული, უკანონო მოსმენების დამტკიცებული შემთხვევები ძალიან ცოტაა – გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ადრე იყო და ამიტომ, შიშის და წუხილის საფუძველი ნაკლებია”,- განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები