სასამართლომ ბათუმის მოვლენების კიდევ სამი მონაწილე დააჯარიმა

 ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კიდევ სამი პირი დააჯარიმეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთს 100-ლარიანი, ორს კი 250-250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მათ ბრალი 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლების საფუძველზე ედებათ.
​მანუჩარ მამულაძემ, გიორგი წოწორიამ და ზაზა ბოლქვაძემ აღიარეს, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით, სულ 75 პირი დააკავეს. სასამართლომ 50-მდე საქმე უკვე განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები