ირაკლი შოთაძე ვერ აკონკრეტებს, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხნენ თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები

მთავარი პროკურორი ბათუმში განვითარებულ მოვლენების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება, თუმცა ვერ აკონკრეტებს, დაიკითხნენ თუ არა ბათუმში 11-12 მარტს გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე საკმაოდ მოცულობითია, ვინაიდან ამ არეულობაში საქართველოს ასეულობით მოქალაქე იყო ჩართული. მისივე განმარტებით, საქმეზე დაიკითხება ყველა ის პირი, ვისი დაკითხვის საჭიროებაც გახდება საჭირო.
”ამ ფაქტზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. მე ვერ დაგიკონკრეტებთ, ვისი დაკითხვა მოხდა და ვისი უნდა მოხდეს. მიმდინარეობს სრულყოფილი გამოძიება და შესაბამისად, საქმეზე დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს. საკმაოდ ბევრი საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული. არის კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული და ნაწილის მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ნაწილის მიმართ კი გირაო. საქმე საკმაოდ მოცულობითია, ვინაიდან ამ არეულობაში ჩართული იყო საქართველოს ასეულობით მოქალაქე. შესაბამისად, საკმაოდ შრომატევადი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი და ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები