ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაუდგენელია, ვისგან შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი

ამ ეტაპზე, კვლავ დაუდგენელია, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
”მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, რათა დადგინდეს, კონკრეტულად ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა ბრალდებულმა შხამიანი ნივთიერება. რისი გასაჯაროებაც შესაძლებელი იყო, საქართველოს პროკურატურამ ეს მასალები გაავრცელა.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც ამ საქმეზე არსებობს, დაგვეკმაყოფილებინა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები