„თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი: რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობდა, ეს სცენარი, ერთი-ერთში, ბათუმში განხორციელდა

„ის ფრაზაც, რომ ვითომ აჭარელებს „თათრები“ უწოდეს, ნაციონალების მოგონილია, კერძოდ, ვარშალომიძისა და სააკაშვილის, ამაში დარწმუნებული ვარ“, – ამის შესახებ „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი და ორგანიზაცია „თავისუფლების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი – ბესო კალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. ​ბესო კალაძე გამოცემასთან უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, სადაც საუბარი იყო თუ როგორ და რა ფორმებით უნდა განხორციელებულიყო საქართველოში დესტაბილიზაციის სცენარი.
ბესო კალანდაძე ინტერვიუში 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ ბათუმში მომხდარი არეულობა სწორედ იმ სცენარით წარიმართა, რა დავალებებიც მაშინ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში „თავისუფალი ზონის“ წევრებს და ახალგაზრდებს მისცა. მისივე თქმით, მან სწორედ იმ შეხვედრის შემდეგ დატოვა „თავისუფალი ზონა“.
„ მაშინ ექსპრეზიდენტმა ყოველგვარი რევერანსის გარეშე გვითხრა, რომ 8 ოქტომბერს, როცა “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს წააგებდა, უნდა დაწყებულიყო ამბოხი. გეგმა მარტივი იყო: ჩნდებოდა ლოზუნგი, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ამის შემდეგ კი ცალკეულ ჯგუფებს კონკრეტული ამოცანები ჰქონდათ: ხელმძღვანელებად ინიშნებოდნენ აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ჩიორა თაქთაქიშვილი. პირადად ჩემს ჯგუფს, იერიში ძალოვანი სტრუქტურის შენობებზე უნდა მიეტანა. ჩვენს მიზანს სპეცრაზმისა და პოლიციის პროვოცირება შეადგენდა, რის დროსაც სასურველი იყო, რომ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყოლოდა. ჩვენს მხარეს მდგარი ახალგაზრდების მხრიდან რომელიმე უნდა გაწირულიყო. იქიდან თავზარდაცემული წამოვედი და ამის გამო მე და ჩემმა მეგობრებმა პარტიის რიგები დავტოვეთ. რაც მთავარია, „რუსთავი -2“ -ს მთელი ამბოხი პირდაპირი ეთერით უნდა გადაეცა, მის წამყვანებს კი დავალებული ჰქონდათ, რომ პანიკის ფონზე, ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ. ასევე, საუბარი იყო ავტომობილებისა და საბურავების დაწვის შესახებაც. ამ ფონზე, აუცილებლად უნდა მომხდარიყო შეტაკება პოლიციასთან.
​ბათუმში მომხდარი ინციდენტის დროს, გაჟღერდა, რომ იქ სხვადასხვა რეგიონებიდან ხალხი იყო ჩამოყვანილი. ახლა ბათუმში მომხდარ ამბავსა და კიევში მოსმენილს შორის გავავლოთ პარალელი: მიიტანეს იერიში ძალოვან შენობებზე? მოხდა ავტომობილებისა და საბურავების დაწვა? შეუტიეს სპეცრაზმს? ესროდნენ ქვებსა და სხვა საგნებს? ცდილობდნენ რაზმელების პროვოცირებას? ისმოდა სამმართველოს რა? და მთავარი: იყო თუ არა „რუსთავი 2“ ის ტელევიზია, რომელიც ამას აშუქებდა? ისიც კარგად მახსოვს, რეპორტაჟის წამყვანი აცხადებდა, პოლიცია და სპეცრაზმი პატიოსან მოქალაქეებს არბევსო, კადრში კი სრულიად სხვა რამ ჩანდა- კრიმინალი მომიტინგეები ქვებს როგორ ისროდნენ და ავტომობილებს როგორ წვავდნენ! ანუ რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობდა, ეს სცენარი ერთი-ერთზე ბათუმში განხორციელდა! “ – აცხადებს ბესო კალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთანავე ბესო კალაძე გამოცემასთან დეტალურად იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრის, ირაკლი ჩხვირკიას მკვეთრ განცხადებებს, რომელიც მან ბათუმის აქციის დროს, 11-12 მარტს გააკეთა.
„ირაკლი ჩხვირკია, რომელიც მომიტინგეთა ეპიცენტრში იდგა, აქციის დროს მკვეთრი განცხადებებით და ულტიმატუმით გამოირჩეოდა და “ნაციონალებმა” ვითომ ამისთვის, პარტიიდან გარიცხეს, ეს სპექტაკლია და ხელის შეწმენდის ამბავია. სინამდვილეში, ირაკლი კვლავ პარტიაშია. იმ დროს, როცა ბათუმი იწვოდა და კრიმინალები პოლიციის შენობას უტევდნენ, პარალელურად, თბილისში, პარლამენტის წინ, ნუგზარ წიკლაური, ნიკა რურუა, აკო მინაშვილი მოწოდებებით მიმართავდნენ ხალხს- გამოდით, ქართველობას გვართმევენო! ამის შემხედვარემ, მინდა ვთქვა, რომ სცენარი იდენტურია, ხოლო მომხდარში “ნაციონალური მოძრაობის” უდიდესი კვალი ჩანს! ასევე, ფაქტია, რომ დიდ ქალაქებში ადგილობრივმა “ნაციონალებმა” შეკრება დაიწყეს და მოძალადეებს სოლიდარობა გამოუცხადეს!” – ამბობს ბესიკ კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები