დაკავებული დეკანოზის ადვოკატი: მამა გიორგი ფიქრობს, რომ სინოდის გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი

 ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე თვლის, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს (ცაავა) გათავისუფლება საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორის თანამდებობიდან, სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, აცხადებს.
„ფიქრობს, რომ არ იყო სინოდის გადაწყვეტილება სამართლიანი“,- აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, ადვოკატი აცხადებს, რომ დეკანოზი  ირაკლი მამალაძემ წამოაგო პროვოკაციაზე.
„ის ირაკლი მამალაძემ წამოაგო პროვოკაციაზე. ვიღაცის დაკვეთით მოქმედებდა, მაგრამ ირაკლიმ დავალება ორიანზე შეასრულა. მამა გიორგი სამართლებრივად ვერაფერზე წამოაგო, ერთადერთი, აღტყინებულად ალაპარაკა, ამას მიაღწია მხოლოდ“, – აცხადებს გიორგი ფანცულაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები