„სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი არსად ფიგურირებდნენ და ახლა გამოჩნდნენ ირაკლი მამალაძის ჩვენებაში“

“სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი არსად ფიგურირებდნენ და ახლა გამოჩნდნენ ირაკლი მამალაძის ჩვენებაში”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ადვოკატი თქმით, პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა.
”ოხანაშვილი არსად არის ნახსენები. მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ხელმეორედ დაკითხეს და მეორე ჩვენებაში ამბობს, ვფიქრობ, მამა გიორგი მრავლობითში იმიტომ ლაპარაკობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, ის კონკრეტულ პირებს გულისხმობსო. რადგან მასთან დაახლოებული პირები არიან სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, შეიძლება მამა გიორგი მამალაძესთან ერთად მოქმედებდნენო. ვარაუდობს, რომ ამის უკან მეუფე დიმიტრი დგას. ეს ორი ადამიანი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდა ირაკლი მამალაძის ჩვენებაში. პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა, რადგან ძველმა არ გაამართლა. ძველი ვერსიით, მამა გიორგი შორენას მოსაწამლად მიდიოდა, ახლა უნდათ ააგორონ, თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამ ამბის უკან მეუფე დიმიტრი იდგა. ირაკლი მამალაძის გარდა, არავინ ასახელებს ოხანაშვილს. მამა გიორგის თქმით, ირაკლი მამალაძემ იცოდა, რომ ციანიდის შოვნა შორენამ სთხოვა. წარმოიდგინეთ, ეს იცის ადამიანმა, მიდის მასთან და ხელმეორედ სვამს კითხვებს იმაზე, რაც იცის, თან ეს კითხვები ისმება ბევრჯერ. მამა გიორგი ამბობს, მე ნდობის ფაქტორი დავკარგე მის მიმართ, არ მეგონა, კამერით რომ მოვიდა, მაგრამ ვიფიქრე, რაღაც ამოძრავებს და ისეთ პასუხებს ვცემდი, რომ თვითონაც აზრი ვერ გამოეტანა, ამიტომ ვლაპარაკობ მრავლობითშიო ”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები