ვისი დავალებით ახორციელებდა სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში ფარულ მოსმენებს?

​პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა საპატრიარქოში უსაფრთხოების სისტემის აწყობა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დავალებით დაიწყო. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოხანაშვილი ახალაიას თანაშემწე იყო. როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, ინფორმაციები საპატრიარქოდან სააკაშვილის ხელისუფლების დროს მუდმივად ჟონავდა.
​„საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე არ შეიძლება ჰქონოდა რაიმე ფაქტები და თუ მაინც ჰქონდა, ეს კიდევ უფრო სახიფათო დასკვნების საშუალებას მისცემდა საზოგადოებას. საიდან შეიძლება იცოდეს უსამართლობის შესახებ ოხანაშვილმა? ხომ არ ხელმძღვანელობდა ის ფარულ მოსმენებს საპატრიარქოში? ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ოხანაშვილი ბაჩო ახალაიას თანაშემწე იყო”,-წერს გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები