რა ცვლილებები იგეგმება „მაესტროზე“ და რომელი გადაცემა გადადის „იმედზე“

ტელეკომპანია „მაესტრო“ მაუწყებლობის ფორმატს ცვლის და სავარაუდოდ, უკვე აპრილიდა 24-საათიან საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. ​გამოცემის ცნობით, „მაესტროს“ ნიუსრუმი ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში გადადის. უცნობია, რა ბედი ეწევა „მაესტროს“ შენობას, სად დაბინავდებიან სხვა გადაცემები. როგორც სტატიაში წერია, ტელევიზიის ფორმატის ცვლილებას, სავარაუდოდ, კონკრეტული გადაცემების დახურვა ან ახალი გადაცემების სამაუწყებლო ბადეში ჩაშვება მოჰყვება. ჩვენი ინფორმაციით, გადაცემა „ბიზნესკონტაქტი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაინაცვლებს. თოქშოუს „ცეცხლის ხაზზე“ კი „მაესტრო“ შეინარჩუნებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, გაზეთი „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნანა ლეჟავას დაუკავშირდა.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ, არ ვიცი და ამიტომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გიპასუხებთ“, – გვითხრა ნანა ლეჟავამ.
გადაცემა, რომელიც „მაესტროზე“ ნამდვილად არ დაიხურება, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, არის „ცეცხლის ხაზი“. „ცეცხლის ხაზის“ პროდიუსერი ნიკოლოზ ლალიაშვილი არ უარყოფს, რომ ტელეკომპანიის ფორმატის ცვლილებაზე მუშაობა მიდის, თუმცა არ იცის, რა ბედი ეწევა მის გადაცემებს მანამ, სანამ „მაესტროს“ ფორმატი საბოლოოდ არ გახდება ცნობილი.
„ჯერჯერობით არ ვიცი, რა ფორმატით იქნება არხი, ამიტომ ვერ გეტყვით, როგორ გაგრძელდება გადაცემები, რა მიმართულებით განვითარდება და როგორ აეწყობა სამაუწყებლო ბადე“, – განუცხადა ნიკა ლალიაშვილმა „პრაიმტაიმს“. ​
ასევე, გამოცემისთვის ცნობილი ხდება, რომ „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური თანამდებობას ტოვებს, მან საკმაოდ მძიმე და კრიზისულ დროს უხელმძღვანელა არხს, ახლა კი ის ისე მიდის, რომ მემკვიდრესაც არ ტოვებს. მისი პოზიცია, უბრალოდ, უქმდება. ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს მენეჯერი, შეზღუდული უფლებამოსილებებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები