ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, დაკავებულების დედები აქციებს აანონსებენ. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სხდომის დაწყებამდე შეიკრიბნენ. როგორც ისინი აცხადებენ,, იმ შემთხვევაში, თუ მათი შვილები პატიმრობაში დარჩებიან, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ და გზას გადაკეტავენ.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები