ბოლნისში, ორბელიანის ქუჩაზე ტროტუარებისა და ჯებირის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე არსებული ტროტუარებისა და ჯებირის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებული ბორდიურების დემონატაჟი უკვე განხორციელდა, რომელსაც ბაზალტის ბორდიურები ჩაანაცვლებს. ასევე, ჯებირის ზედაპირები მოპირკეთდება ბაზალტის ქვით. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 2 თვეში დაასრულებს. პროექტის განხორციელებისას დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები