მეტრო შეფერხებით მუშაობს

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ შექმნილი ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე, გადაადგილება მხოლოდ მეტრო „გურამიშვილიდან“ ვარკეთილის მეტრომდეა შესაძლებელი. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ადგილზე გასულია შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი.
„ტექნიკური შეფერხების გამო, დროებით დაკეტილია მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „სარაჯიშვილი“. დროულად მოხერხდა მგზავრების გამოყვანა. ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი და ყველაფერი კეთდება პრობლების დროულად აღმოსაფხვრელად. გურამიშვილიდან ვარკეთილამდე და ასევე საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება“, -განუცხადეს „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები