ჩაქვში მდებარე სკოლა-გიმნაზიის დირექტორის თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე მამა დანიელ სოლომონიძემ შეცვალა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს.
დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიას დეკანოზი მამა დანიელ სოლომონიძე უხელმძღვანელებს. ის ქობულეთის სოფელ ზედა სამებაში ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
საჯარო რეესტრში აღნიშნული ცვლილების მოთხოვნის თაობაზე განცხადება 2017 წლის 1 მარტს შევიდა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 7 მარტს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები