გოსტიბე-ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლების გოსტიბე-ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები განახლდა, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თემურ ხიზანიშვილმა დაათვალიერა. უამინდობისა და ყინვების გამო სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებული იყო.
კასპის მუნიციპალიტეტისინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სამშენებლო – სამონტაჟო საექსპლოატაციო საწარმო „ჩელიაბინსკტრანსსიგნალი“- ს საქართველოს ფილიალი ახორციელებს. ბეტონის სამუშაოები ითვალისწინებს გზის გარკვეული მონაკვეთის 18 სანტიმეტრიანი რ/ბეტონის საფარით მოპირკეთებას. გოსტიბე – ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება 625 525 ლარია და „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსდა. მშენებლობის პირველი ეტაპი, მაისის ბოლოს დასრულდება.
2014 წლის 12 დეკემბერს სოფელ ცხავერის მოსახლეობამ 22 – წლიანი პაუზის შემდეგ ელექტროენერგია მიიღო, სოფელში 2017 წლისათვის გაზიფიცირებაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები