საიდან აღმოჩნდა მერკური მზის სისტემაში – მეცნიერების დასკვნა
იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პლანეტა მერკური მზის სისტემის ფორმირებასთან ერთად არ ჩამოყალიბებულა, არამედ მისი ფორმირების დასრულების შემდეგ ჩვენს სისტემაში გარედან მოხვდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტა სხვა ვარსკვლავის სისტემაში წარმოიქმნა და შემდეგ მზის სისტემაში მოხვდა. ეს დასკვნა იაპონელმა ასტრონომებმა მზის სიტემის ფორმირების კომპიუტერული მოდელირების შედეგად გამოიტანეს.
მერკური მცირე ზომის პლანეტაა. მისი რადიუსი 2,5 ათას კილომეტრს შეადგენს. პლანეტის მასის 83 %-ს მისი ბირთვი შეადგენს. პლანეტას ძველი ბერძნული ვაჭრობის ღმერთის სახელი უწოდეს, რომელიც სწრაფად გადაადგილდებოდა. მერკური მზის გარშემო ერთ ბრუნს 88 დღე-ღამეში აკეთებს, მაშინ, როდესაც დედამიწას ამისთვის 365 დღე-ღამე სჭირდება.