გიორგი კვირიკაშვილი გენო კალანდიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გენო კალანდიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას გარდაცვალების გამო.
გენო კალანდია იყო მათ შორის, ვისაც ცხოვრებამ დევნილობის უმძიმესი ხვედრი არგუნა. მან მრავალი წელი იცხოვრა აფხაზეთის გარეშე და, გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, გამძლეობისა და დიდსულოვნების საოცარი მაგალითი გვაჩვენა ყველას.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გენო კალანდიას ოჯახსა და ახლობლებს“- აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები