მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა მწვავე ბრონქიტის შეტევის გამო შეწყდა
მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა აჭარის პოლიციის სამმართველოში მწვავე ბრონქიტის შეტევის გამო შეწყდა.
როგორც „კვირას“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მალხაზ ხალვაშმა განუცხადა, პაციენტი კლინიკაში მწვავე ბრონქიტის შეტევით შევიდა.
მისივე თქმით, მერაბ ღოღობერიძეს ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსამდე აღენიშნებოდა.
კლინიკის ხელმძღვანელი „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მერაბ ღოღობერიძის ამ ეტაპზე უკვე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და რამდენიმე წუთში სამედიცინო დაწესებულებას დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა აჭარის შს სამმართველოში სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისივე სტატუსების გამო მიმდინარეობდა.
მას, ბათუმში, 11-12 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ.
თუმცა, ღოღობერიძე აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოს და აღნიშნავს, რომ „აქციის ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი“ და თუ ვინმეს აქვს მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები, გაასაჯაროოს.