კობახიძე: ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს შემთხვევაში, ცვლილებების პაკეტს კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი მომდევნო კვირას

​პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს შემთხვევაში, ცვლილებების პაკეტს მომდევნო კვირას კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი. როგორც კობახიძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას აღნიშნულ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.
„ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა სამი მოსმენით მივიღეთ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ცვლილებების პაკეტი და ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით. ამის საფუძველზე, ვეტოს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი პაკეტს მომდევნო კვირას, საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტი გადაუგზავნა. პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10-დღიანი ვადა აქვს, რომელიც ხვალ იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები