მერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე დაიბარეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.
მერაბ ღოღობერიძე საგამოძიებო ორგანოში უკვე იმყოფება და გამოძიების შეკითხვებს პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძე 11 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქციის ორგანიზატორად დასახელდა. მერაბ ღოღობერიძე ბათუმელებს სოციალური ქსელით მოუწოდებდა, გაეპროტესტებინათ საპატრულო პოლიციის ქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები