აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი აჭარელების “თათრებად” მოხსენიების ბრალდებას პასუხობს

„საერთოდ ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად, თითქოს თავს ვიმართლებდე“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე ბრალდებას, თითქოს მან აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს „თათრები“ უწოდა.
კახა ბუხრაძემ ბათუმის მცხოვრებთა ნაწილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა.

„საერთოდ ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად, თითქოს თავს ვიმართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქრებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება, ეს არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის“, – განუცხადა კახა ბუხრაძემ „ინტერპრესნიუსს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები