რატომ გაგრძელდა სტრასბურგში წარსაგზავნ ქართველ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისთვის საბუთების მიღების ვადა? – იუსტიციის სამინისტროს განმარტება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, თუ რატომ გაგრძელდა სტრასბურგში წარსაგზავნ ქართველ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისთვის საბუთების მიღების ვადა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ სხილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მოსამართლეთა არჩევნები საპარლამენტო ასამბლეამ საშემოდგომო სესიაზე ჩანიშნა, შესაბამისად, გაჩნდა მეტი დრო კანდიდატების მოსაზიდად, მოსასმენად და სიის შესადგენად.
„რატომ გაგრძელდა სტრასბურგში წარსაგზავნ ქართველ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისთვის საბუთების მიღების ვადა? – მოსამართლეთა არჩევნები საპარლამენტო ასამბლეამ ჩანიშნა საშემოდგომო სესიაზე. შესაბამისად, გაჩნდა მეტი დრო კანდიდატების მოსაზიდად, მოსასმენად და სიის შესადგენად.ეს გახლავთ არსებული ვითარება და შეგიძლიათ ინფორმაციისთვის გამოიყენოთ.
გმადლობთ“, – წერს მარიამ სხილაძე და პოსტს თან ურთავს შესაბამის ბმულს.
იხილეთ ბმული:იხ: ლინკი http://website-pace.net/…/775de55c-67b8-4f46-befd-1063dca1b…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები