ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და ზაზა შენგელია კანცელარიის შენობასთან უვადო შიმშილობას იწყებენ ​

სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე და ზაზა შენგელია პროტესტის ნიშნად კანცელარიის შენობასთან უვადო შიმშილობას იწყებენ. პროტესტის მიზეზი ის წერილი გახდა, რომელიც ზურაბ სიხარულიძემ დღეს მიიღო.
ნარკოლოგ ზურაბ სიხარულის თქმით, დაწესებულებამ დღეს ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრის დირექტორის ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნარკოლოგიის ცენტრმა სამედიცინო ცენტრ „ურანტთან“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ნაწილში ხელშეკრულება შეწყვიტა.
ზურაბ სიხარულიძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრის 1350 პაციენტი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „ურანტში“ მომსახურებას ვეღარ მიიღებს. მისივე თქმით, წერილის მიხედვით, „ურანტის“ ბენეფიციარები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადავლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები