ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ ოთხ პირს 250-250-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა
ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ ოთხ პირს – მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ზაზა ქოქოლაძესა და ალექსანდრე ბაზაღჩიანს სასამართლომ 250-250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა) აქვთ წაყენებული.
ბათუმში განვითარებული მოვლენებისას დაკავებული კიდევ ერთი პირის, ნარიმან ლომინაძის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლომინაძეს დამატებითი დრო მიეცა, რათა სასამართლოს იმის მტკიცებულებები წარუდგინოს, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა.