ირაკლი მამალაძე: ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მეუფე დიმიტრისთვის ტახტი გამოეთავისუფლებინათ

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებით, შესაძლებელია, მეუფე დიმიტრი არ არის ციანიდის საქმესთან დაკავშირებული, თუმცა დაკავებული დეკანოზის გარემოცვა ცდილობდა, მისთვის ტახტი გაეთავისუფლებინა.
ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ გაზეთ ,,პრაიმტაიმთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“მეუფე დიმიტრიმაც აღნიშნა, რომ ეს ამბავი ირიბად მასთანაც არის დაკავშირებული, რადგან იგივე მამა გიორგი მის მიერ არის კურთხეული. შესაძლოა, ეს დანაშაული მისი გვერდის ავლით მზადდებოდა. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მეუფე დიმიტრისთვის ტახტი გამოეთავისუფლებინათ“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები