“ნაციონალური მოძრაობისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის ქუჩაში გაყვანა“

“ჩვენ ვნახეთ ერთი საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, როგორ აქციეს პოლიტიკურ აქტად და ამაში წვლილი “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიტანა”, – ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე ბათუმში განვითარებულ პროცესებს.
როგორც არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის ქუჩაში გაყვანა.
​„ჩვენ ვნახეთ ერთი საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, როგორ აქციეს პოლიტიკურ აქტად და ამაში წვლილი “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიტანა. არ მოერიდნენ იმას, რომ ქალაქი ლამის დაანგრიეს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფერზე წავლენ. შევახსენებ ყველას, რომ ზოგიერთი მიზეზის გამო, აჭარა ისედაც ძალიან ფაქიზი რეგიონია, რომელსაც უამრავი ხარბი თვალი უყურებს. “ნაციონალური მოძრაობისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის ქუჩაში გაყვანა. გაიხსენეთ ის წერილი, რომელიც “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ელოდნენ ქუჩაში არეულობას, ქაოსს, დაპირისპირებას… გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მათ ამ წერილით გამოთქვეს პროგნოზი იმისა, რასაც თვითონ აპირებდნენ. ხომ ფაქტია, რომ ვერ მოახერხეს “რუსთავი 2”-ის დაცვის მოწოდებით ხალხის აქციებზე კონსოლიდირება და ქუჩაში გაყვანა! ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ის, რომ ბათუმში მიმდინარე პროცესების პარალელურად, “ნაციონალური მოძრაობის” ერთმა ჯგუფმა თბილისში, პარლამენტთან დაიწყო შეკრება, მეორე ჯგუფმა – ქუთაისში… მომიტინგეებს ისე გამოუცხადეს სოლიდარობა, არც აინტერესებდათ, იქ რა ხდებოდა“, -განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები