პრეზიდენტი კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია” დღეს თელავიდან დაიწყებს

საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, დღეს კამპანიის, „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრებს გამართავს თელავის სახელმწიფო უნივრსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც დაიწყებს საერთო სახალხო განხილვებს. ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, საკონსტიტუციო კომისიას შევთავაზოთ სწორედ ჩვენი დახმარება საერთო სახალხო განხილვის პროცესში,” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის კამპანია  ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.
პრეზიდენტი, კამპანიის ფარგლებში,  ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები