ურეკი-შეკვეთილს წელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. წყლის სისტემის მშენებლობა წელს დასრულდება.
მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
პროექტის ჯამური ღირებულება 78 მლნ. ლარზე მეტია, სამუშაოებზე დასაქმებულია 200 -ზე მეტი ადამიანი. ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ტურისტები და დამსვენებლები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შედეგად კი შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შეიქმნება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან და გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები