რომან გოცირიძე ექვსმემილიონე ტურისტზე: კარგი იდეაა და კარგადაც გამოუვიდათ

“კარგი იდეაა და კარგადაც გამოუვიდათ”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე საქართველოში ექვსმემილიონე ტურისტის შესახებ კლიპს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა.
​როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, კლიპი, რომელიც გაკეთდა, სწორი გადაწყვეტილება იყო და კარგიც გამოვიდა.
„იმდენად დაბალი წარმოდგენა მაქვს მთავრობაზე, რომ არ მეგონა, რაიმე სიახლის მოფიქრება თუ შეეძლოთ, თუნდაც ეს ძალიან უბრალო რაღაცა ყოფილიყო. კარგი იდეაა და კარგადაც გამოუვიდათ. სტუმარი ხელოვნურად რომ არის შერჩეული, არა უშავს (მსახიობი თუ მსახიობივით ლამაზი, კაპიტალისტური ევროპიდან, მთლად უბრალო ტიპიც რომ არ ჩანს). სტატისტიკურად, ნამდვილი მეექვსე მილიონი ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან იქნებოდა. შესაძლოა, მკერდზე დიდი ჯვრით ან თავზე თავშლით. ვერ ჩაჯდებოდა სარეკლამო მიზნებში. რაც გაკეთდა, ალბათ სწორი იყო. როგორც გაკეთდა-კარგი იყო!“ – წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ სარეკლამო კლიპი გაავრცელა სათაურით -„ ეს არის ყველაზე საოცარი თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გადამხდენია“. საქართველოს შესახებ შექმნილ სარეკლამო კლიპის მთავარი გმირი უცხოელი ტურისტი – ჯესპერ ბლაკი საქართველოში მე- 6 000 000 ტურისტი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები