თბილისში, მენონგოკოკცემიის დიაგნოზით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

4 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში მენონგოკოკცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა, მშობლების მოთხოვნით, შუახევში გადაასვენეს. ამის შესახებ „კვირას“ შპს “ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს” მიმღების მორიგე ოპერატორმა განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 2 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული და დღეს, გამთენიისას 5 საათზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, 4 წლის მოზარდი რეანომობილით ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოდან 9 მარტს გადმოიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ რეანიმაციაში მოათავსეს. 4 წლის ბიჭი და მისი ოჯახი შუახევის რაიონიდან არიან. ბავშვის ახლობლები ამბობენ, რომ მოზარდს სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.
​მენინგოკოკური ინფექცია არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ბაქტერია Neisseria meningitidis. ის აზიანებს თავის ტვინის გარსს და იწვევს მენინგიტს, მენინგოენცეფალიტს, ენცეფალომიელიტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები