დღეს, გიორგი ლეონიძის ქუჩა გადაიკეტება

დღეს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გიორგი ლეონიძის ქუჩა გადაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
“ლეონიძის ქუჩის დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, შეკეთდება დაზიანებული ქვაფენილი, ხოლო გარკვეულ მონაკვეთზე დაიგება ახალი ასფალტის საფარი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები