ბუნებრივი აირით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, შუა ხნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. 50 წლამდე მამაკაცთან ერთად სახლში იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელიც მსუბუქი ინტოქსიკაციით რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები