ეუთოს თავმჯდომარეობა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

ეუთოს თავმჯდომარეობა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და ხაზს უსვამს მის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას არაერთი ნეგატიური შედეგი მოჰყვება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ არსებითი დიალოგისაკენ და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის შედეგები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.
​ეუთოს თავმჯდომარეობამ ხაზი გაუსვა ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების, როგორც კონსტრუქციული ჩართულობის პლატფორმის, მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები