ლეონიდ თიბილოვი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსკოვში გაემგზავრება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება. ამის შესახებ გაზეთ „იზვესტიას“ თიბილოვის პრესსამსახურიდან აცნობეს. თიბილოვის ვიზიტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შედგება.
ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული. ეს ინფორმაცია პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები 9 აპრილს გაიმართება. თიბილოვის გარდა, „პრეზიდენტის“ პოსტზე კენჭს იყრიან ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი ალან გაგლოევი. რაც შეეხება ყოფილ დე ფაქტო ლიდერს, ედუარდ კოკოითს, მას ე.წ. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები