დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობა წარმატებით შეაფასა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობა წარმატებით შეაფასა და განაცხადა, რომ ძალიან მალე ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ექნება.
მინისტრის თქმით, წინასწარი კონსულტაციებით, პროექტის მიმდინარეობის შეფასება არის ძალიან კარგი.
„ეს არის C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის მეოთხე სამუშაო შეხვედრა. მოგეხსენებათ, პროექტის დაწყებიდან, პერიოდულად იმართება ასეთი შეხვედრები და ამ სამუშაო შეხვედრის ამოცანაა, ჩვენი უცხოელი ექსპერტების მიერ მოხდეს შეფასება პროექტის ეფექტურობის, მიღწევებისა და გამოწვევებისა. ასევე, დაიგეგმოს, ახალი ტაქტიკური ცვლილებები, თუკი ასეთი საჭირო იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ-ის ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ”გილეადისა” და სხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.
საქართველოში, უკვე ორი წელია, მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა – C ჰეპატიტის ელიმინაცია. ამ საკითხთან მიმართებაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიქმნა სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები