ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტის „საპარლამენტო“ არჩევნებს დააკვირდებიან

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ წევრები  საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ ვიცე-სპიკერმა, რუსლან თედეევმა სააგენტოს აცნობა, დამკვირვებლებად ოკუპირებულ აფხაზეთში ის და დეპუტატი ალბერტ ხუბაევი მიდიან.
ხუბაევმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებზე დაკვირვების გარდა, ოსი დეპუტატები სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები