პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის არჩევის ორივე წესს თანაბრად დემოკრატიულს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევის წესი თანაბრად დემოკრატიულია და ერთნაირად მოქმედებს დემოკრატიულ ქვეყნებში.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიაამ განიხილა პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლა, თუმცა არა 2018 წლის არჩევნებიდან, არამედ ამის შემდეგ.
“ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გრძელვადიანი ხედვა, რომლის მიზანიც არის ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური საფუძვლის ჩაყრა. ამ ხედვის თანახმად, ჩვენ ვაყალიბებთ ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას და ამ სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები, გვაქვს ასეთი სისტემები გერმანიაში, უამრავ სხვა ქვეყანაში, რომელიც მოქმედებს დემოკრატიულ სივრცეში, ანუ, გადაწყვეტილება გრძელვადიანი არის ასეთი, ჩვენ ვაყალიბებთ ცოტა საპარლამენტო სისტემას და ერთ-ერთი კომპონენტი ამის არის არაპირდაპირი არჩევნები. თუმცა, კომისიაზე გაჟღერდა ასეთი პოზიცია, ვინმემ რომ არ ჩათვალოს, რომ ამ შემთხვევაში ეს ცვლილება ემსახურება პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის უფლების არ მინიჭებას, რომ კენჭი იყაროს შემდეგ არჩევნებში, ხომ არ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, რომ ჯერ ჩავატაროთ გაისად პირდაპირი არჩევნები და შემდეგ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. ანუ, ამ შემთხვევაში შემოვიდა პერსონალური ფაქტორი მსჯელობაში. ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისიწინებით, კიდევ ერთხელ, არავის რომ არ ჰქონოდა იმის თქმის საბაბიც კი, რომ რაიმე კეთდება მოქმედი პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, ჩვენ შევთავაზეთ კომისიას ასეთი რამ, რომ ჩვენ კი ბატონო, გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ გადავდივართ ამ სისტემაზე თავისი არაპირდაპირი არჩევნებით, თუმცა, ვიზიარებთ ჩვენ კომისიის შესაბამის წევრთა მოსაზრებებს და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება. ანუ კიდევ ერთხელ, კომისიის წევრთა, დიპლომატებთანაც გვქონდა შეხვედრა და იქაც გაჟღერდა ეს ინიციატივა, ანუ ჩვენ გვითხრეს ასეთი რამ, რომ კი ბატონო, გრძელვადიანი ხედვა ერთია, მაგრამ ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით იქნებ 2018 წელს ჩავატაროთ ჩვენ პირდაპირი არჩევნები. ჩვენ ეს პერსონალური ფაქტორი გავითვალსიწინეთ და ამის საფუძველზე გავაკეთეთ ჩვენ ეს შეთავაზება.
ამოცანა აქ რა არის, რომ სპეკულირება არ უნდა გაგრძელდეს ამ თემებზე, მაგრამ ჩემი განცხადება რას ეხებოდა, თუ სპეკულირება მაინც უნდა გაგრძელდეს, თუ ჩვენ კორექტულ მიდგომას არაკორექტული მიდგომა უნდა დახვდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენი აზრით უკეთ ემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესებს. ძალიან მკაფიოდ ითქვა ეს ჩემის მხრიდან. ვერავის ვერ დავაბრალებთ სპეკულაციებს. მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან გახდა ეს განცხადება სპეკულაციების საგანი და ესენი იყვნენ ნაციონალების წარმომადგენლები. სხვას სპეკულირება ამ თემაზე არ დაუწყია. ყველა დანარჩენი მიხვდა ზუსტად იმას, თუ რა იგულისხმებოდა ჩემს განცხადებაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები