გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 8 მარტს,  ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან, იტალიის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდასთან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმში და წაიკითხავს საჯარო ლექციას საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები