ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო საკითხებზე ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესთან დიალოგს აგრძელებს. საგადასახადო საკითხებზე, საქართველოს ბიზნესასოციაციის, ბანკების ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან დღეს შეხვედრა გაიმართა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლევან წითელაშვილმა, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საგადასახადო კანონმდებლობასა და მასში ბიზნესის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწის, მისი ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე სამუშაოები, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტების საკითხები.
აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო მოწოდებულია, ბიზნესთან დიალოგის გზით, ისეთი ცვლილებები შეიტანოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც გადასახადის გადამხდელებისთვის უფრო დახვეწს და გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული საგადასახადო პოლიტიკის მიზანი კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე, ბიზნესის დაწყების და განვითარებისათვის მიმზიდველი და ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნაა.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საგადასახადო ადმინისტრირება გამარტივებული და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
მიღწეული შეთანხმებით, განსაზღვრულ პერიოდის ვადაში, ბიზნესგაერთიანებები ფინანსთა სამინისტროს წერილობით მოაწვდიან კონკრეტულ შენიშვნებსა და წინადადებებს.
დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ბიზნესგაერთიანებებთან და სავაჭრო პალატების წარმომადგენლებთან, საგადასახადო კოდექსის სრულყოფისთვის, სამინისტრო დისკუსიებს გააგრძელებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები