ცხინვალს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება

ცხინვალს სასმელი წყალი სამი კვირის განმავლობაში გრაფიკით მიეწოდება. გაზაფხულის წყალდიდობის და წყლის დაბინძურების გამო, სამი წყალსადენიდან, რომლითაც ცხინვალს წყალი მიეწოდებოდა, ორი გათიშულია. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. სამი კვირის განმავლობაში, ცხინვალის სხვადასხვა რაიონებს წყალი, სავარაუდოდ, 6 საათის განმავლობაში მიეწოდება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს მეოთხე წყალსადენის მშენებლობა იგეგმება და ცხინვალის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები