ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 50-მდე საცხოვრებელი სახლი გადაიხურა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 50-მდე საცხოვრებელი სახლი გადაიხურა. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. დასრულებული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ დაათვალიერეს.

„მიმდინარე წლის სტიქიური მოვლენების დროს ოზურგეთის სოფლებში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. მდგომარეობა შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა, დადგინდა ზარალის ოდენობა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით  50-მდე კერძო და 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურა. საერთო ჯამში, 100-მდე ოჯახს დავეხმარეთ“, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

პროექტის ჯამური ღირებულება 260 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები