სოხუმში თურქული აბანოები დაანგრიეს (ვიდეო)

სოხუმში 1913 წელს აშენებული თურქული აბანოები დაანგრიეს, რომელიც მანამდე კულტურული მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ვიდეო გადაიღო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ანგრევს ექსკავატორი აბანოს სახელწოდებით „სტამბოლი“.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ აბანოების დანგრევის მცდელობა ადრეც იყო. ამ ადგილზე სხვა ობიექტის მშენებლობა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები