რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული კახაბერ ქისიშვილი დღეს გაათავისუფლეს
რუსი ოკუპანტების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გატაცებული, სოფელ ფლავის მკვიდრი კახაბერ ქისიშვილი დღეს გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით იყო დაწყებული.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სოფელ ფლავიდან კახაბერ ქისიშვილი გაიტაცეს.