“მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა მხოლოდ მაგალითად მოიყვანა”

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დევნილთა ცენტრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფასებს. დოლიძე აცხადებს, რომ მსგავსი საკითხი არც კურცის ვიზიტისას განხილულა და არც სხვა ევროპელი პარტნიორებთან შეხვედრისას. ,,მართალი გითხრათ, მე არ მსმენია, რომ რაიმე თუნდაც განხილვის ან ანალიზის პროცესში იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ახლახან ჩამოვედით ბრიუსელიდან და ამგვარი არაფერი გვსმენია.
ბატონი ავრამოპულოსი სტუმრობდა თბილისს და ამგვარი არაფერი თქმულა. ამიტომ, ალბათ, ავსტრიულ მხარეს უნდა ჰკითხოთ, თუ რა ჰქონდა მას მხედველობაში. მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. კურციც იმყოფებიდა ამას წინათ თბილისში და ამგვარი არაფერი უთქვამს”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში დევნილთა ცენტრის საქართველოში გახსნის თაობაზე განცხადება გააკეთა. სებასტიან კურცი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უნდა შეიქმნას, მაგალითად, ეგვიპტეში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები