აქცია ბათუმში – ჰოსპიტლის მედპერსონალი ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს

 ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მედპერსონალი გამაფრთხილებელ აქციას მართავს და საავადმყოფოს მენეჯმენტის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა უმიზეზოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად ცდილობს ხარჯების ეკონომია გააკეთოს, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, პაციენტებს იმ სტანდარტების შესაბამისად მოემსახურონ, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. ​მედპერსონალი ჰოსპიტალის დამფუძნებლებთან შეხვედრას ითხოვს. აქციის მონაწილეებს ჰოსპიტლის მენეჯმენტი გამოეხმაურა. როგორც ხელმძღვანელობა აცხადებს, ისინი პოზიციის დათმობას არ აპირებენ. მათივე ინფორმაციით, თანამშრომლების გათავისუფლება მათ ანაზღაურებას უკავშირდება. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალში დასაქმებულებს არაადეკვატური ხელფასი ჰქონდათ.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მისი დამფუძნებელი თურქული კომპანიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები