გიორგი კახიანი: პრეზიდენტის არჩევა მოხდება იმავე წესით, რომელიც დღემდე იყო

კონსტიტუცია არაა მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, ეს არის პოლიტიკური დოკუმენტიც”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა. ​გიორგი კახიანის ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდება დღემდე არსებული წესით. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მაღალი კონსენსუსის შედეგად მიიღება.
„პრეზიდენტის არჩევა მოხდება იგივე წესით, რაც დღემდე იყო. ყველა ჩართულია ამ პროცესში, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა რაღაც პოზიტიური როლი შეიტანოს პროცესებში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის შექმნილ სიტუაციას ძაბავს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები