ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები დაიკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელი დაიკეტა. ასევე ჩაკეტილია ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. საზღვარი დღეს ცალმხრივად იქნება გახსნილი და შესაძლოა, გაატარონ ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. საზღვარიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული.ხვალიდან კი ეს გადასასვლელები ორმხრივად ჩაიკეტება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები